მიღება

სკოლაში ჩაირიცხებიან ბავშვები გასაუბრების საფუძველზე. სკოლაში ჩარიცხვის საწყისი ასაკი შეესაბამება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
მიმდინარე სასწავლო წლის ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლების დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი.

დაწყებით სკოლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწვლეთა პირადი საქმე. პირველ კლასში შემსვლელმა მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:
• მოსწავლის 2 ფოტოსურათი
• დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
• სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.
• სამედიცინო ცნობა (ფორმა 100)
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
• ხელშეკრულება ზოგადსაგანმანათლებო მომსახურებისა და მოვლის პირობების შესახებ

1. პარალელურ კლასებში მოსწავლეთა განაწილება ხდება მათი მშობლების განცხადებების საფუძველზე. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა უკვე აჭარბებს სკოლაში განთავსებული სახელმწიფო დაკვეთის ზღვრულ ოდენობას.
2. მოსწავლის მიღება სხვა სკოლიდან დასაშვებია საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების (მობილობის წესი) საფუძველზე. გადმოყვანა ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე. მშობელი ვალდებულია წარმოადგინოს აკადემიური მოსწრებისა და გაცდენების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამორიცხვის ბრძანება. მობილობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ სკოლას სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში მეტი მოსწავლის მიღება არ შეუძლია ან ტესტირების შემდეგ დადგინდა, რომ მისი ცოდნის დონე არ შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და სკოლის მოთხოვნებს. სკოლის მოთხოვნა გულისმობს, რომ მობილობის მსურველს ჰქონდეს შეფასება ყველა საგანში – არანაკლებ 7 ქულა.
3. სხვა ქვეყნიდან მოსწავლის მიღება დასაშვებია აპოსტილის მიღების და დამატებითი სასწავლო გეგმების ორგანიზებისას.

მოსწავლე სკოლაში ჩარიცხულად ითვლება საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
• დასაშვებია მოსწალეების პარალელურ კლასებში გადასვლა. ამ საკითხს წყვეტს სკოლის დირექტორი მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) დასაბუთებული განცხადების საფუძველზე
სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეს აქვს სწავლისა და თვითრეალიზაციის თანაბარი პირობები, მათ განკარგულებაშია ახლად გარემონტებული:
• შენობა, საკლასო ოთახებით, დერეფნებითა და ავტონომიური გათბობით;
• სააქტო, შიდა და გარე სპორტული დარბაზებითა და მოედნებით.
• სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიებით
• ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერული კაბინეტი.
• კომპიუტერებით უზურნველყოფილი სასკოლო ბიბლიოთეკა და წიგნთა საბიბლიოთეკო ფონდი
• სასადილო და ბუფეტი;
• სხვადასხვა სახის შემოქმედებითი წრეები, სტუდიები და სპორტული სექციები.

წარჩინებული მოსწავლეები