სკოლა ინტელექტ-პლიუსში ევროპის დღე აღნიშნეს ევროპის დღის ფარგლებში, მესამე კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ენაში, რომელზეც სკოლის ინიციატივით შეძენილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნებადართული ესტონური სახელმძღვანელოები გამოიყენებოდა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რესურს-ცენტრისა და ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ასევე სკოლის არაფორმალური განათლების აქტივობები დაათვალიერეს. 2025-05-08 17:00:01 https://www.facebook.com/photo?fbid=1245330997599243&set=pcb.1245331697599173