სკოლა "ინტელექტ-პლიუსში" ესტონეთის კუთხე და ფოტოგამოფენა მოეწყო. ღონისძიება საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის კონსულმა დიმიტრი მირონოვმა და სკოლის დირექტორმა ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა გახსნეს. კუთხეში ესტონური ზღაპრები, ეპოსი, ლექსების კრებულები განთავსდა და გამოიფინა ესტონეთის კუნძულ მუჰუს სკოლის ფოტოსურათები, რომელშიც სკოლა "ინტელექტ-პლიუსის" მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო. გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს 2025-10-12 20:33:21 https://www.facebook.com/photo/?fbid=1372595291539479&set=pcb.1372596464872695