სიახლეები

სკოლაში გრიპის გავრცელების საწინააღმდეგო დამატებითი ღონისძიებები ჩატარდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გრიპის ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სკოლა "ინტელექტ–პლიუსის" დირექტორმა ორესტ პესჩანენკომ სამეურნეო დარგში დირექტორის მოადგილე არუთინ პეტროსიანს სკოლის შენობაში სანიტარულ–ჰიგიენური და სადეზინფექციო სამუშაოების ორგანიზება დაავალა.
კერძოდ, სკოლის სველი წერტილები ქლორშემცვლელი ხსნარებით დამატებით დამუშავდება, მერხები და სამუშაო ზედაპირები შესაბამისი ხსნარებით დამატებით გაიწმინდება, დერეფნები და საკლასო ოთახები დამატებით განიავდება.
დირექტორმა სკოლის ექიმს ქეთევან თხელიძეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარება დაავალა.
ექიმს ასევე სწავლის დაწყების შემდეგ სკოლაში ვირუსის გავრცელებისა და, არსებობის შემთხვევაში, დაავადების  აღრიცხვა–კონტროლი დაევალა.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სწავლის დაწყება 21 იანვრამდე არის გადადებული.

წარჩინებული მოსწავლეები