სიახლეები

სკოლა "ინტელექტ-პლიუსი" სასწავლო პროცესის დასაწყებად ემზადება

სკოლა "ინტელექტ-პლიუსი" სასწავლო პროცესის დასაწყებად ემზადება. პრაქტიკულად დასრულებულია სასკოლო ინვენტარის გადმოტანა სკოლა "ინტელექტიდან", ასევე შეძენილი ახალი მერხები. მიმდინარეობს რემონტის შემდეგ სკოლის შენობის დასუფტავება, დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები, გამოყვანილია ინტერნეტი, ტელეფონი, სახანძრო სიგნალიზაცია, მიერთებულია ცენტრალური გათბობა.
მომზადებულია ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და ინფორმატიკის კაბინეტები, სრულდება სპორტდარბაზების მოწყობა.
სასაუზმის და ბუფეტის რემონტი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
დალაგებულია წინა და უკანა ეზო, ჩატარდა სკოლის ფასადის კოსმეტიკური რემონტი.
სკოლა 5 ნოემბერს იხსნება.

წარჩინებული მოსწავლეები